ფეხბურთი

23:00 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდმა” ჯოჯიჩი “კიოლნში” გაუშვა

“დორტმუნდის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მილოშ ჯოჯიჩი კარიერას “კიოლნში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “თხების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ “დორტმუნდმა” 1.75 მილიონი ფუნტი მიიღო, ხოლო მილოშმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

23 წლის მოთამაშე “დორტმუნდში” 2014 წლის ზამთარში გადავიდა “პარტიზანიდან”. მან “ყვითლების” მაისური 27-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

0.115153