კალათბურთი

16:42 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"Tbilisi Challenge 2015" დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და თბილისის კალათბურთის ფედერაციის ოპრგანიზებით, ფილარმონიის მომდებარე ტერიტორიაზე, ტარდება 3X3 კალათბურთელთა შორის თბილისის ღია პირველობა, სახელწოდებით “Tbilisi Challenge 2015”. ტურნირი არის სატელიტური და გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება 3X3 პროფესიონალ კალათბურთელთა მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ ეტაპზე, "Tallinn Open 2015".

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები. სულ 16 გუნდი, რომლებიც გადანაწილებულები არიან 4 ქვეჯგუფში.

ჯგუფური თამაშები ჩატარდა გუშინ 4 ივლისს, ხოლო დღეს, 5 ივლისს, გაიმართება ტურნირის მეორე ეტაპი - Playoff (მეოთხედფინალური, ნახევარფინალური და ფინალური თამაშები). ასევე ჩატარდება შეჯიბრი ჩატენვებსა და სამქულიანების სროლაში; გამოვლინდება ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ტურნირში გამარჯვებული გუნდი 1 აგვისტოს გაემგზავრება 3X3 კალათბურთელთა მსოფლიო ტურის შემდეგ ეტაპზე ქალაქ ტალინში, ესტონეთი. გამგზავრებისა და სამივლინებო ხარჯებს, მთლიანად თავის თავზე იღებს თბილისის კალათბურთის ფედერაცია. საპრიზო ფონდი შეადგენს 4 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება გამარჯვებულ გუნდზე (3000 ლარი); ჩატენვების კონკურსში გამარჯვებულ მოთამაშესა (500 ლარი) და სამქულიანების სროლაში გაამრჯვებულ მოთამაშეზე (500 ლარი).

პროექტის გენერალური სპონსორია „კოკა-კოლა“.

პროექტის მხარდამჭერები არიან: TVS და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.

0.146914