ფეხბურთი

15:59 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასის ბილეთი 350 დოლარად

ჯერჯერობით ისევ უცნობია თუ როდის დაიწყება უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვა. biletebi.ge-ზე ორი ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა და პირველი გადამყიდველები უკვე გამოჩნდნენ.

mymarket.ge-ზე განთავსებული განცხადების თანახმად, ერთი პიროვნება ორ ბილეთს ჯამში 700 დოლარად ყიდის. არაა დაკონკრეტებული თუ რომელი იარუსის ან რომელი სექტორის ბილეთი იყიდება. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში განგვიმარტეს, აღნიშნული ინფორმაცია მათ იციან, თუმცა არ არსებობს კანონი, რომელიც გადამყიდველს ბილეთის სასურველ ფასად გაყიდვას აუკრძალავს.

ცნობილია, რომ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენაა იქნება შესაძლებელი. ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ფედერაციაში დეტალებს არკვევენ და ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109134