ფეხბურთი

19:03 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” აფხაზავა დაიმატა

საქართველოს უმაღლესი ლიგის წევრის ფოთის კოლხეთის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდის ინფორმაციით, გუნდმა 20 წლის მცველი მურად აფხაზავა დაიმატა.

20 წლის ფეხბურთელმა კარიერა გორის “დილაში” დაიწყო, სადაც სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა და 2013/14 წლების სეზონში 24 მატჩი ჩაატარა. შიდაქართლიდან აფხაზავა ოზურგეთში წავიდა და ადგილობრივ “მერცხალში” გასული სეზონი გაატარა. მცველმა 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112067