ავტოსპორტი

19:25 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი სილვერსტოუნის პოულზე

მსოფიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელმაც სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა. მან 0.113 წამით აჯობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს და კარიერაში 46-ედ (სეზონში კი მერვედ) აიღებს პოულიდან სტარტს. ბრიტანელმა საუკეთესო წრე, კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველივე ცდაზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ჰამილტონმა თავის ინჟინრებს კვალიფიკაციაზე რბოლისთვის შესაფერისად მოამართვინა მანქანა და სწორედ ამის შემდეგ შეძლო როსბერგის ჯობნა. არადა, მეორე პრაქტიკაზე მასთან დაახლოებით ნახევარი წამი დათმო და ნარბოლევს, ავტომობილის ცუდ ბალანსს უჩიოდა. ამის გამო, როსბერგთან კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილშიც ჩამორჩა.

„საერთო ჯამში, საკმაოდ რთული უიკენდი გვაქვს. ავტომობილის იდეალურად დაბალანსება პრაქტიკულად შეუძლებელია. კვალიფიკაციის დროს, ჩვენ ბალანსი შევცვალეთ, რაც შესაძლოა, ერთი სწრაფი წრისთვის არ ყოფილიყო საუკეთესო ვარიანტი, თუმცა რბოლაში ალბათ კარგად იმუშავებს“, - ამბობს ჰამილტონი, რომელმაც შარშან სილვერსტოუნის რბოლა მოიგო.

როსბერგს არ გაუმართლა. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ წინა მარცხენა ბორბლი დაზიანდა, რამაც არასაკმარისი მოხვევადობა წარმოქმნა. სხვათა შორის, კვალიფიკაციის ბოლოს, თავისი დროის გაუმჯობესება თითქმის ვერავინ შეძლო. ჰამილტონმა ბოლო წრე არც კი დაასრულა, რადგან მცირე შეცდომის გამო, დრო დაკარგა და სანამ სტარტ-ფინიშის სწორზე გავიდოდა, ბოქსებისკენ გადაუხვია.

საინტერესოა, რომ კვალიფიკაციას 100 000 მაყურებელი ჰყავდა, კვირის რბოლისთვის კი 140 000 ბილეთია გაყიდული.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q3

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.248
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32.361
  3. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:33.085
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:33.149
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.379
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:33.547
  7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:33.636
  8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:33.649
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:33.673
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:33.943

Q2

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:34.268
  2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:34.430
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:34.502
  4. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:34.511
  5. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:34.868

Q1

  1. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:34.888
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:34.959
  3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.207
  4. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:37.364
  5. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:39.377

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117102