ფეხბურთი

13:48 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსამ” მონტოია “ინტერში გაანათხოვრა

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ნერაძურიმ” კატალონიის “ბარსელონადან” მარტინ მონტოია ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატა. იტალიელებმა გარიგებაში 1 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო მომდევნო სეზონის ბოლოს ესპანელი მცველის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

“ბლაუგრანას” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს მთავარი გუნდის მაისურით 67 მატჩი აქვს ჩატარებული და ორი გოლი გაიტანა. მონტოიას სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108338