ისტორია

10:00 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

4 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1926. დაიბადა ალფრედო დი სტეფანო. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. სხვადასხვა დროს გამოდიოდა მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტში,” “ჰურაკანში,” “მილინარიოსში,” “ესპანიოლში”. ასევე იცავდა არგენტინის, კოლუმბიისა და ესპანეთის ეროვნული გუნდების ღირსებას. არგენტინის პირველობათა ორგზის გამარჯვებული, კოლუმბიის ოთხგზის ჩემპიონი, რვაჯერ მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, ხუთჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი, ერთხელაც “კოპა ამერიკის” გამარჯვებული გახდა. არგენტინის, კოლუმბიისა და ესპანეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 521 მატჩი, გაიტანა 377 გოლი. ესპანეთის ნაკრების 31 მატჩში გაიტანა 23 გოლი. არგენტინის ნაკრების 6 შეხვედრაში გაიტანა 6 გოლი. 4-ჯერ იასპარეზა კოლუმბიის ნაკრების რიგებში. წვრთნიდა “ბოკა ხუნიორსს”, “ვალენსიას”, ლისაბონის “სპორტინგს”, მადრიდის “რეალს”, “რივერ პლეიტს”. მწვრთნელობისას ორ-ორჯერ გახდა არგენტინისა და ესპანეთის ჩემპიონი. 1980 წელს “ვალენსიას” თასების თასი მოაგებინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1888. აშშ-ის არიზონას შტატის ქალაქ პრესკოტში, ამერიკელმა კოვბოიმ ბაფალო ბილმა როდეოში პირველი საჩვენებელი გამოსვლა გამართა.

1910. ჯეკ ჯონსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯეიმს ჯეფრისი 15 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1954. მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატი ფეხბურთში (შვეიცარია). ფინალი: გფრ-უნგრეთი 3:2. გოლები რანმა (2), მარლოკმა (გფრ) და პუშკაშმა და ციბორმა გაიტანეს. ბერნის “ვანკდორფის” სტადიონზე თამაშს 62 ათასი მაყურებელი დაესწრო. გფრ (ნაკრებს ზეპ ჰერბერგერი წვრთნიდა): ტურეკი, პოზიპალი, კოლმაიერი, ეკელი, ლიბრიჰი, მაი, რანი, მორლოკი, ო. ვალტერი, ფ. ვალტერი, შეფერი. უნგრეთი: გროშიჩი, ბუზანსკი, ლანტოში, ბოჟიკი, ლორანტი, ზაკარიაში, ციბორი, კოჩიში, ჰიდეკუტი, პუშკაში, ტოტი.

1957. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, სტამბოლის “გალათასარაისთან” 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები შოთა იამანიძემ და ავთანდილ ჭკუასელმა გაიტანეს. თამაში თბილისში ჩატარდა. “დინამო”: პირაევი, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, ალექსანდრე კოტრიკაძე, კილაძე, ხასაია, გაგნიძე, ღოღობერიძე, იამანიძე, ჭკუასელი.

1965. მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე 102 ათასი მაყურებლის თანდასწრებით მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბრაზილიის ნაკრებმა საბჭოთა კავშირის ნაკრებს 3:0 მოუგო. ორი გოლი პელემ გაიტანა.ქართველთაგან მატჩში მონაწილეობა ანზორ კავაზაშვილმა, გიორგი სიჭინავამ, სლავა მეტრეველმა, ვლადიმერ ბარქაიამ და მიხეილ მესხმა მიიღეს.

1970. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ ნიუკომბმა კენ როზუელი 5:7, 6:3, 6:2, 3:6, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 84-ე გამარჯვებული გახდა.

1981. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ მაკინროიმ ბიორნ ბორგი 4:6, 7:6, 7:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 82-ე გამარჯვებული გახდა.

1982. ესპანეთის მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეორე ფინალური A ჯგუფი: სსრკ-პოლონეთი 0:0. ქართველთაგან მატჩში მონაწილეობა ალექსანდრე ჩივაძემ, თენგიზ სულაქველიძემ, ვიტალი დარასელიამ და რამაზ შენგელიამ მიიღეს. მეორე ფინალური D ჯგუფი: საფრანგეთი-ჩრდ. ირლანდია 4:1.

1982. საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ვიტალი დარასელიამ. სულ მან სსრკ-ის ნაკრებში 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1990. მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატი ფეხბურთში (იტალია). ნახევარფინალი: გერმანია-ინგლისი 1:1, პენალტებით გერმანიამ 4:3 მოიგო. თამაშში გოლები ბრემემ (გერმანია) და ლინეკერმა (ინგლისი) გაიტანეს. თამაში ტურინის “დელე ალპიზე” ჩატარდა და მას 62 628 მაყურებელი დაესწრო.

1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მერვედფინალი: ჰოლანდია-ირლანდია 2:0; ბრაზილია-აშშ 1:0.

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). მეოთხედფინალი: ჰოლანდია-არგენტინა 2:1. გოლები კლუივერტმა, ბერგკამპმა (ჰოლანდია) და კლაუდიო ლოპესმა (არგენტინა) გაიტანეს. ხორვატია-გერმანია 3:0, გოლები იარნიმ, ვლაოვიჩმა და შუკერმა გაიტანეს.

1998. მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების რიგებში 25-ე მატჩი ჩაატარა ლოთარ მათეუსმა. ეს მუნდიალის დასკვნით სტადიაზე ნათამაშებ შეხვედრათა რეკორდია. მათეუსმა და მექსიკელმა მეკარემ ანტონიო კარბახალმა 5-5 მუნდიალზე იასპარეზეს.

1999. ჩეხმა მძლეოსანმა ტომაშ დვორჟაკმა თანამედროვე ხუთჭიდში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8994 ქულა). ეს შედეგი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა.

2004. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (პორტუგალია). ფინალი: საბერძნეთი-პორტუგალია 1:0. გოლი ანგელოს ხარისტეასმა გაიტანა. თამაში ლისაბონის “და ლუჟზე” გაიმართა. საბერძნეთი: ნიკოპოლიდისი, სეიტარიდისი, დელასი, ბასინასი, ზაგორაკისი, იანაკოპულოსი (ვენეტიდისი), ხარისტეასი, ფისასი, ვრიზასი (პაპადოპულოსი), კაპსისი, კაცურანისი. პორტუგალია: რიკარდუ, ჟორჟე ანდრადე, კოშტინია (რუი კოშტა), ფიგუ, პაულეტა (ნუნუ გომეში), მიგელი (პაულუ ფერეირა), ნუნუ ვალენტე, რიკარდუ კარვალიუ, რონალდუ, მანიშე, დეკუ.

2006. თურქული “ფენერბახჩეს” მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ზიკო დაინიშნა.

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ნახევარფინალი: გერმანია-იტალია, დამატებით დროში იტალიელებმა 2:0 მოიგეს. გოლები გროსომ და დელ პიერომ გაიტანეს.

2007. რუსეთის ქალაქ სოჭს ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მიანდეს.

2007. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” მცველი, კახა კალაძე კომპანია “მაგთის” სახე გახდა.

2009. ჩოგბურთში უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში სერენა უილიამსმა ვინუს უილიამსს 7:6, 6:2 მოუგო და მესამედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

2010. უიმბლდონის მამაკაც ერთეულთა თანრიგის ტურნირის ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა ჩეხ ტომაშ ბერდიხს 6:3, 7:5, 6:4 მოუგო. ეს ნადალის მეორე საუიმბლდონო ტრიუმფი იყო.

2013. 24 წლის უკრაინელმა სიმაღლეში მხტომელმა ბოგდან ბონდარენკომ ლოზანაში, ლიგის მერვე ეტაპზე 1994 წლის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო შედეგი აჩვენა – 2,41. ბოლო, ვინც ამაზე მაღლა შემოდებულ თამასას გადაევლო, ლეგენდარული კუბელი ხავიერ სოტომაიორი გახლდათ – მან 1994-ში 2,42 მეტრი დაიპყრო. მსოფლიო რეკორდი, რომელიც იმავე სოტომაიორმა 1993 წელს დაამყარა, 2,45 მეტრს უდრის.

2013. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის “ტორპედო” შინ დამარცხდა სლოვაკეთის “ჟილინასთან” 0:3, საჩხერის “ჩიხურა” კი ლიხტენშტაინის “ვადუცს” 0:0 დაუზავდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1926. ალფრედო დი სტეფანო. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. სხვადასხვა დროს გამოდიოდა მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტში,” “ჰურაკანში,” “მილინარიოსში,” “ესპანიოლში”. ასევე იცავდა არგენტინის, კოლუმბიისა და ესპანეთის ეროვნული გუნდების ღირსებას. არგენტინის პირველობათა ორგზის გამარჯვებული, კოლუმბიის ოთხგზის ჩემპიონი, რვაჯერ მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, ხუთჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი, ერთხელაც “კოპა ამერიკის” გამარჯვებული გახდა. არგენტინის, კოლუმბიისა და ესპანეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 521 მატჩი, გაიტანა 377 გოლი. ესპანეთის ნაკრების 31 მატჩში გაიტანა 23 გოლი. არგენტინის ნაკრების 6 შეხვედრაში გაიტანა 6 გოლი. 4-ჯერ იასპარეზა კოლუმბიის ნაკრების რიგებში. წვრთნიდა “ბოკა ხუნიორსს”, “ვალენსიას”, ლისაბონის “სპორტინგს”, მადრიდის “რეალს”, “რივერ პლეიტს”. მწვრთნელობისას ორ-ორჯერ გახდა არგენტინისა და ესპანეთის ჩემპიონი. 1980 წელს “ვალენსიას” თასების თასი მოაგებინა.

1928. ჯამპიერო ბონიპერტი. ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული ფეხბურთელი, მწვრთნელი და პრეზიდენტი. ტურინელთა რიგებში 1942-63 წლებში თამაშობდა. იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე.

1929. სერგო გაბარაევი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 1954 წლის მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი. მას ავარჯიშებდა ოლიმპიური ჩემპიონი დავით ციმაკურიძე.

1940. ანტონიო მატარეზე. 2006 წლიდან იტალიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტია. ამ პოსტზე მატარეზიმ ადრიანო გალიანი შეცვალა. 1977-83 წლებში იყო “ბარის” პრეზიდენტი.

1965. ჰორას გრანტი. “პორტლენდის,” “ორლანდოსა” და “ვაშინგტონის” მძიმე ფორვარდი (198 სმ).

1965. ჯანკარლო მაროკი. 1980-90-იან წლებში “ბოლონიასა” და “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი. ტურინელთა შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა და ორჯერ უეფას თასი. იტალიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი.

1974. დენის პანკრატოვი. რუსი მოცურავე. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი 100 და 200 მეტრზე ბატერფლაით, აგრეთვე 100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტით გაცურვისას. ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1978. ემილ მპენზა. გამოდიოდა ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში.

1981. ვლადიმერ ბოისა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, სლოვენიის “სლოვანისა” და “ოლიმპიას”, “სპარტაკ-პრიმორიეს”, “სიენას”, საბერძნეთის არის-ის და “პანიონიოსის”, ხორვატიის “ზადარის”, “არმიას” ფორვარდი (208 სმ). იტალიის ჩემპიონი. სლოვენიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საქართველოს ნაკრებთან ერთად 2009 წელს მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის A საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლება. 2010 წელს ტრავმის გამო ნაკრებში არ უასპარეზია, 2011-ში კი ლიტვის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად კონტინენტის საუკეთესო 12 გუნდს შორის გავიდა.

1982. ელენა შალამოვა. მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122352