ფეხბურთი

12:27 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე წელიწადში 1200000 ევროს მიიღებს

შოთა არველაძე, რომელმაც თურქულ საფეხბურთო კლუბ “ტრაბზონსფორთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელფასის სახით წელიწადში 1200000 ევროს მიიღებს. ამის შესახებ თურქული ინტერნეტპორტალი ntv.com.tr-ი იუწყება.

ტრაბზონში ჩასულ არველაძეს აეროპორტში კლუბის სპორტული დირექტორი სულეიმან ხურმა და “ტრაბზონსფორის” მმართველის საბჭოს წევრი მეჰმეტ ტერზი დახვდნენ.

ჟურნალისტებთან არველაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“მე ერთხელ 25 წლის წინ უკვე დავთანხმდი. არ ვფიქრობ, რომ ახლაც გამიჭირდება”.

აეროპორტიდან არველაძე კლუბის პრეზიდენტ იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუსთან შესახვედრად გაემართა.

ტრაბზონში ჩასვლის მეორე დღეს არველაძე გუნდთან ერთად შეკრებაზე ჰოლანდიაში გაემართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12533