ფეხბურთი

12:09 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსმა” ლორიას შეძენა ოფიციალურად დაადასტურა

საბერძნეთის ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა პირეოსის “ოლიმპაიკოსმა” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

“ოლიმპიაკოსის” ვებგვერდი იუწყება, რომ კლუბმა ქართველი მეკარე შეიძინა. თავად ლორიამ ბერძნული გრანდის წევრის რანგში შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ძალიან მიხარია, რომ “ოლიმპიაკოსში” მივედი. მოუთმენლად ველოდები ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გამოსვლით მათ მადლობა გადავუხადო”.

0.120435