ფეხბურთი

21:25 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაქარია ბეგლარიშვილი: “მაკედონიაში რთული მატჩი გველის”

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო ზაქარია ბეგლარიშვილის “ფლორამ”. ესტონელებმა შინ 1:0 დაამარცეს “რაბოტნიჩკი”. 25 წლის მოთამაშეს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.

-დაძაბული თამაში იყო. ბევრი მომენტი შევქმენით, საერთო ჯამში მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ.

-შენს თამაშზე რას იტყოდი?

-მწვრთნელის და ჟურნალისტების აზრით კარგად ვითამაშე. კმაყოფილები ჩანდნენ.

-1:0 ვერ იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლის გარანტი...

-რა თქმა უნდა 1:0 არ არის შემდეგ ეტაპზე გასვლის გარანტი. მით უმეტეს მაკედონიაში თამაში ყოველთვის ძნელია. ალბათ მცირეოდენი უპირატესობა ჩვენს მხარესაა.

-ევროტურნირებზე “ფლორას” კონკრეტული მიზანი აქვს?

-ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ბარიერი გადავლახოთ.

-სხვა კლუბებიდან გაქვს წინადადებები?

-ამ კითხვაზე პასუხს ევრომატჩების შემდეგ გაგცემთ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ კლუბებს გამარჯვება მივულოცო. ასევე ვუსურვო წარმატებები საპასუხო მატჩებში.

შეგახსენებთ “ფლორას” შემადგენლობაში ბეგლარიშვილის გარდა რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუაც თამაშობს.

“ფლორასა” და “რაბოტნიჩკის” საპასუხო მატჩი 9 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115288