სხვა

17:04 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

4-5 ივლისს თბილისი უშუს მე-8 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

3 ივლისს, სპორტის სამინისტროში უშუს ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ, ნაკრების სპორტსმენებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს 4-5 ივლისს თბილისში გასამართ უშუს მე-8 საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, ყაზახეთის და თურქმენეთის უშუს ნაკრები გუნდების 160 სპორტსმენი. პრესკონფერნციას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, უშუს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი გიორგი მუსხელიშვილი და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გეგა ზურაბაშვილი.

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია და თბილისის უშუს ფედერაცია.

შეჯიბრი მიმდინარეობს 2 მიმართულებით - საჩვენებელ ტაოლუსა და კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაში. ფედერაციამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მოიწვია ევროპის მთავარი მსაჯები ალექსანდრე რადუნცევი და ანასტასია პუც პრეობრაჟენსკაია.

შეჯიბრი ორდღიანია და ჩატარდება სპორტ დარბაზ "არენაში". შეჯიბრება დაიწყება 10:00 საათზე. 5 ივლისს 15:00 საათზე დაგეგმილია ტურნირის ოფიციალური გახსნა. ტურნირს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლიაციით ვებ გვერდზე www.wushu.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114652