ფეხბურთი

16:15 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა: “გულშემატკივარი მე-12 მოთამაშის როლს შეასრულებს”

საფეხბურთო კლუბმა “ცხინვალმა” პირველი ევრომატჩი რუმინულ “ბოტოშანთან” ფრედ 1:1 ითამაშა. საქართველოს წარმომადგენელი მარცხისგან ნიკა კაჭარვას გოლმა იხსნა, რომელმაც ცერცვაძის პასის შემდეგ დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და ევროგოლების ანგარიში გახსნა.

“ცხინვალის” სამშობლოში დაბრუნების შემდეგ “მსოფლიო სპორტი” გოლის ავტორს ესაუბრა.

ნიკა კაჭარვა: “რთულ თამაშს ველოდით და ესეც მოხდა. “ბოტოშანი” კარგი გუნდია, ვეცდებით თბილისში სასურველ შედეგს მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ რიცხვობრივ უმცირესობაში იქნებიან, რადგან გულშემატკივარი მე-12 მოთამაშის როლს შეასრულებს”.

- ელოდით ასეთ შედეგს?

- გვსურდა მინიმუმ ფრედ დასრულებულიყო მატჩი. დიდი მადლობა ჩემს გუნდელებს. ურთულესი თამაში იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ვიომეთ, იღბალმა კი ზურგი არ გვაქცია. მოკლედ შემდეგი მატჩის წინ გამარჯვების იმედი გვაქვს.

- მეტოქეზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

“ბოტოშანზე” ინფორმაციას თამაშამდეც ვფლობდით. ძალიან ორგანიზენული და დისციპლინირებული გუნდია. ფლანგებს მაქსიმალურად კარგად იყენებდნენ.

- როდის განაახლებთ ვარჯიშს?

- ორი დღე დავისვენებთ და ვარჯიშს 5 ივლისს განვაახლებთ.

0.114457