თამაშგარე

13:05 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მირტა სოსა და კოლმეურნეობის ბუღა

პარაგვაელი მოდელი და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების ცნობილი ქომაგი, მირტა სოსა, რომელიც ლარისა რიკელმეს ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მეტოქედ ითვლება, ერთობ უცნაურ განცხადებას აკეთებს და იძახის, რომ შვილის გაჩენა აქვს გადაწყვეტილი და მამაკაცებს მოუწოდებს მისი ბავშვის მამობა თუ სურთ ფოტოები და პირადი მონაცემები გაუგზავნონ.

მირტა ამბობს, რომ შვილის ყოლისათვის სულაც არაა საჭირო გათხოვება და ბანალური ოჯახის შექმნა. მას უბრალოდ სურს კოტრიალი ჰყოს ახოვან და ლამაზ მამაკაცთან, რაც ერთგვარი წინაპირობა იქნება იმისა, რომ შვილი ჯანმრთელი და თვალისათვის საამო შესახედი გამოუვა.

მირტას სურვილები გასაგებია და მისახვედრია, მაგრამ საინტერესოა ვინ იქნება ის კაცი, რომელიც ოდენ კოლმეურნეობის ბუღის ფუნქციას იტვირთავს და არ ინაღვლებს საკუთარი შვილის სვე-ბედრზე, რადგან მირტა სოსა აცხადებს, რომ ბავშვს მხოლოდ დედა ეყოლება და მამამ მამობის უფლებაზე აქედანვე უნდა თქვას უარი.

0.126732