ძიუდო

16:36 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით  ქევხიშვილმა  ახალი  კანონპროექტის  აუცილებლობაზე  ისაუბრა

1 ივლისს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ადვოკატ როინ მიგრიაულთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ახალ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც წარმატებული სპორტსმენებისთვის აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

ამისთვის საჭიროა ცლილების შეტანა "სპორტის შესახებ" კანონში და საქართველოს კანონში "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ", რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ახალ კანონზე მუშაობა ერთი წელი გაგრძელდება და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში ძალაში 2016 წლიდან შევა. კანონის მიღების შემთხვევაში კომპენსაციას ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები მიიღებენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.11122