ჭიდაობა

20:03 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიდრაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია

ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშებზე საქართველოს სამბოს ნაკრების წევრმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სამბოს სტილით მოჭიდავემ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბულგარელი ბორისლავ იანაკოვი დაამარცხა (4:0). ნახევარფინალში კი მომავალ ვერცხლის პრიზიორთან დამარცხდა (1:3) და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 24 წლის ჩიდრაშვილის მეტოქე რეპეშაჟში კარგად მოჭიდავე, 17 წლის რუმინელი ორლანდო გრუია გახლდათ, რომელიც ქართველმა იოლად დაამარცხა (4:0).

ამრიგად, ვახტანგის ბრინჯაო საქართველოსთვის მერვე ჯილდო გახლავთ.

0.129953