ფეხბურთი

12:03 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” “დომჟალე” დაამარცხა (+VIDEO)

სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის შეგირდებმა 15 ივნისს მაკედონიურ “შკენდიასთან” განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ ხასიათი სლოვენიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან “დომჟალესთან” გამოიკეთეს.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა სლოვენიელებს ყველაფერი პირველივე ტაიმში მოუგვარა და საბოლოოდ შეხვედრა 3:1 მოიგო. მატჩის გმირი “დინამოში” დაბრუნებული ალექსანდრე იაშვილი გახდა.

“იაშკამ” მე-6 წუთზე ანგარიში გუნდის ახალწვეულის გიორგი ქვილითაიას გადაცემის შედეგად გახსნა. მე-14 წუთზე თავად ვეტერანმა გიორგი პაპუნაშვილს გაატანინა. 33-ე წუთზე სლოვენიელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ დინამოელთა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. პირველი ტაიმის მიწურულს იაშვილი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო პენალტი მათე ცინცაძემ ზუსტად შეასრულა. ამხანაგური დაპირისპირების დასრულებამდე 8 წუთით ადრე ალვირიმ “დომჟალეს” მხრიდან პრესტიჟის გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გია გეგუჩაძემ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში შეუცვლელად მხოლოდ გიორგი გველესიანი ათამაშა, დანარჩენი ათი მოთამაშე კი მეორე ტაიმში ეტაპობრივად შეცვალა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას “დინამო” “პეტროლულის” წინააღმდეგ 23 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყებს. რუმინული გუნდი გასული სეზონის ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გავიდა.

დინამო – დომჟალე 3:1 (3:0) VIDEO

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), გველესიანი, ჭელიძე (ჯაფიაშვილი 72), კაკაბაძე (ტვილდიანი 46), თოთაძე (გურული 51), ცინცაძე (ჯანელიძე 58), ჯიღაური (პარუნაშვილი 46), კიტეიშვილი (ლობჟანიძე 46), პაპუნაშვილი (ჭანტურიშვილი 46), იაშვილი (არაბული 46), ქვილითაია (ვოლკოვი 46).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129923