ფეხბურთი

0:05 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგსი - “ლივერპული” ან “ტოტენჰემი”

“ბარნლის” თავდამსხმელი დენი ინგსი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს საკუთარ მომავალს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” შორის არჩევანს უახლოეს 10 დღეში გააკეთებს. დენი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა როგორც აღმზრდელი კლუბი, “ბარნლი” გარკვეულ თანხას მაინც მიიღებს.

მან გასულ პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიდენი ინგსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115481