ფეხბურთი

23:30 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” კლაინით ინტერესდება

მერსისაიდული “ლივერპული” “საუთჰემპტონის” მარჯვენა მცველით ნათან კლაინით ინტერესდება – იუწყება ცნობილი გამოცემა Daily Telegraph-ი.

ნათანმა დასრულებული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და მისი შეძენა არაერთ ძლიერ კლუბს მოუნდა. “ლივერპულს” მარჯვენა უკანახაზელი გლენ ჯონსონი დატოვებს, რომლის შემცვლელად კლაინის დამატება სურთ. “წითლები” მზად არიან, რომ მასში 14 მილიონი ევრო გაიღონ.

24 წლის მცველმა განვლილ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112823