ფეხბურთი

23:49 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების საყაიმო მატჩები

უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში ლუცკის "ვოლინი" შინ დონეცკის "მეტალურგს" დაუზავდა (1:1). ლუცკელთა შემადგენლობაში სანდრო კობახიძემ სრულად ითამაშა. უკრაინის 16 გუნდიან ჩემპიონატში "ვოლინი" 34 ქულით მე-7 ადგილზეა.

ლუგანკის "ზორიასა" და დონეცკის "მეტალურგის" მატჩი 1:1 დასრულდა. "ზორის" განაცხადში მოხვდა ჯაბა ლიპარტია, თუმცა არ უთამაშია. "ზორია" 45 ქულით მე-4 ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-16 ტურში "ჰიკისა" და "კუპსის" დაპირისპირება 1:1 დასრულდა. "კუპსის" განაცხადში ტრავმის გამო არ იმყოფებოდა ირაკლი სირბილაძე. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში "კუპსი" 13 ქულით მე-7ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102963