ფეხბურთი

21:56 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები ბლატერმა მოიგო

ციურიხში ფიფას 64-ე კონგრესზე მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პირველ რაუნდში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. პირველი რაუნდისას 206 ამომრჩევლიდან ზეპ ბლატერმა 133 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ალი ჰუსეინმა კი - 73.

საარჩევნო წესდების თანახმად პირველ რაუნდში გამარჯვებულმა პირმა ხმათა 2/3 უნდა მოაგროვოს, ბლატერს კი პირველ რაუნდში გამარჯვებისთვის 7 ხმა დააკლდა. ამის შემდეგ დაინიშნა მეორე ტური, თუმცა ალი ჰუსეინმა კანდიდატურა მოხსნა და ავტომატურად გამარჯვებული ბლატერი გახდა.

ჰუსეინმა კანდიდატურის მოხსნის შემდეგ დელეგატებს მოუწოდა ჩაეხედათ საკუთარ სინდისში და სამომავლოდ ფიფაში უმსგავსობები არ დაეშვათ.

79 წლის იოზეფ ბლატერი ფიფას პრეზიდენტად პირველად 1998 წელს აირჩიეს და მას შემდეგ ინარჩუნებს პოსტს. დღეს გამართული კონგრესის შემდეგ კი მისი საპრეზიდენტო ვადა 4 წლით გახანგრძლივდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110889