ფეხბურთი

20:18 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კლემენტემ დატოვა

მადრიდის “რეალი” მწვრთნელმა პაულ კლემენტემ დატოვა. ეს სპეციალისტი 2013 წლიდან კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა. იტალიელის გუნდიდან აბარგებას კლემენტეს წასვლა მოჰყვა. 43 წლის ინგლისელმა მწვრთნელმა გუნდიდან წასვლის თაობაზე სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

“მადრიდში კარგი დრო გავატარე, მე ხომ მსოფლიოს უძლიერეს მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ვმუშაობდი. დიდი მადლობა გუნდის ფეხბურთელებს, გუნდის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს”, – განაცხადა კლემენტემ.

კლემენტეს პროფესიულ დონეზე ფეხბურთი არ უთამაშია. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, იგი მუშაობდა “ჩელსისა” და “ფულემის” საფეხბურთო აკადემიებში. ასევე “ჩელსისა” და პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, ხოლო 2013-2015 წლებში მადრიდელთა “სამეფო კლუბში” კარლო ანჩელოტის ეხმარებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118657