ფეხბურთი

18:46 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: “ბარსა” შეტევაში საუკეთესოა”

“იუვენტუსის არგენტინელი შემტევის კარლოს ტევესის აზრით, “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.

“მე და მესი ფინალურ თამაშზე უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე პირად დაპირისპირებაზე. ჩვენ არგენტინის ნაკრებში თანაგუნდელები ვართ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ორივეს გვიდა. “ბარსა” მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდია, მათ 3 საუკეთესო შემტევი ჰყავთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოდ მაგრად, რომ შესანიშნავი მატჩი ჩავატაროთ”- Football-espana ტევესის სიტყვებს ციტირებს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონა” და “იუვენტუსი” ერთმანეთს 6 ივნისს ბერლინში დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122465