ფეხბურთი

18:01 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” წამსვლელთა სია დაანონსა

“ვესტ ჰემის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომელნიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბში აღარ იქნებიან.

მთავარი გუნდის მოთამაშეები კარლტონ კოული, გაი დემელი, იუსი იასკელაინენი და ნენე 30 ივნისს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებენ კლუბს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს კიერან ბიუათერს, სინ მაგუირის, პოლ მაკკალუმსა და დან პოტს ახალი ხელშეკრულება არ შესთავაზეს და გუნდს ისინიც დატოვებენ.

ამავდროულად კლუბი კაილი კნოილის, დიაირ პარფიტ-უილიამსს და ალექს პაიკს კონტრაქტს პირველი ივლისის შემდეგ გაუფორმებს.

“ვესტ ჰემმა” წამსვლელ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატება უსურვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110554