ფეხბურთი

17:54 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას აღმასკომის წევრი გერმანელებს ხმების ყიდვაში ადანაშუალებს

კონგოს ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდეტმა და ფიფას აღმასკომის წევრმა კონსტანტ ომარიმ განაცხადა, რომ გერმანიამ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ოკეანეთის ხმები უკანონოდ მიიღო.

“გერმანიამ არაკანონიერად იყიდა ოკეანეთის ხმები, რათა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიეღო. მაგრამ ამის შესახებ საუბარი მიუღებელია. როდესაც საქმე გერმანიას ეხება, არავის არაფრის მოყოლა არ უნდა” - თქვა ომარიმ RTL-ის ეთერში.

27 მაისს აშშ-ს ფედერალურმა საგამოძიებო ორგანომ ფიფას რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავა. მათ ბრალი ქრთამის აღებაში ედებათ. ბრალდების მტკიცებით, ფიფას ჩინოვნიკებმა 2018 წელს რუსეთში, 2022 წელს ყატარში და 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარებისათვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, გარკვეული თანხა აიღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100139