სხვა

15:22 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

„თბილისი 2015“  ქართველ  მოხალისეთა  დღეს  გამწვანების  აქციით  და ფერების  ფესტივალით  აღნიშნავს 

31 მაისს, კვირას, მთელი დღის განმავლობაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოხალისეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება დაიწყება 11:00 საათზე, „ახალი თბილისის“ ტერიტორიიდან (გადასახვევი აშშ-ს საელჩოსთან), სადაც 250 მოხალისე მონაწილეობას მიიღებს მოხალისეთა სახელობის სკვერის გამწვანების აქციაში.

შემდეგ ისინი გადაინაცვლებენ კუს ტბაზე, სადაც სპორტულ და გასართობ ღონისძიებებთან ერთად გაიმართება მუსიკალური კონცერტი და ფერების ფესტივალი.

დღის პროგრამა:

11:00 – „ახალი თბილისი“, გამწვანება

შემდეგ კუს ტბა:

12:00 – 15:00 | მონაწილეების რეგისტრაცია

13:00 – 17:00 | ქვიშის ფრენბურთისა და

14:30 – 18:00 | მინი ფეხბურთის ტურნირები

14:00 – 15:30 | მარათონი

15:30 – 16:30 | შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

18:00 – 23:00 | კონცერტი

19:00 - 20:00 | ფერების ფესტივალი

კუს ტბის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს „თბილისი 2015“-ის 2 000-მდე მოხალისე.

საღამო დასრულდება კონცერტით და ფოიერვერკებით.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარე წლის 26.07-2.08 უმასპინძლებს 4 000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენს ევროპის 50 ქვეყნიდან.

თბილისი 2015-ს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114595