ფეხბურთი

14:28 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის სეზონის საუკეთესო 18-კაციანი შემადგენლობა

უეფა ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ლიგის დამკვირვებელი ექსპერტების მიერ გამოვლენილი 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სეზონის საუკეთესო გუნდში ტურნირის ტრიუმფატორ “სევილიას” 7 ფეხბურთელი ჰყავს, ხოლო ვერცხლისმედალოსანი “დნიპრო” და “ნაპოლი” 4-4 მოთამაშით არიან წარმოდგენილნი.

ექსპერტების სიაში არიან ისეთი სპეციალისტები, როგორებიცაა სერ ალექს ფერგიუსონი და ლარს ლაგერბაკი.

ევროპის ლიგის სეზონის საუკეთესო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება.

მეკარეები: დენის ბოიკო (“დნიპრო”), სერხიო რიკო (“სევილია”).

მცველები: დუგლასი (“დნიპრო”), ფაუზი გულამი (“ნაპოლი”), ტიმოთი კოლოძიეჩაკი (“სევილია”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”), ალეიქს ვიდალი (“სევილია”).

ნახევარმცველები: ბორხა ვალერო (“ფიორენტინა”), დევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), ევერ ბანეგა (“სევილია”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”), გრეგორ კრიჩოვიაკი (“სევილია”), რუსლან როტანი (“დნიპრო”), შტეფან მბია (“სევილია”).

თავდამსხმელები: ალანი (“ზალცბურგი”), კარლოს ბაკა (“სევილია”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ევგენი კონოპლიანკა (“დნიპრო”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.184423