კალათბურთი

13:27 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრატელომ უკრაინის ნაკრები დატოვა

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ფრატელომ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხაილ ბროდსკიმ გააკეთა.

გამოთავისუფლებული პოსტის დაკავების კანდიდატები უკრაინის სტუდენტური ნაკრების თავკაცი დენის ჟურავლიოვი (ის ფრატელოს შტაბში მუშაობდა), “ჰოვერლას” მთავარი მწვრთნელი ევგენი მურზინი და “ფერო-ზნტუ”-ს დამრიგებელი კირილ ბოლშაკოვი არიან.

ნაკრების სათავეში უცხოელი სპეციალისტის შესაძლო მიწვევის კომენტირებისას, ბროდსკიმ აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუკი შეთავაზებას ფრატელოს რომელიმე ამერიკელი თანაშემე დასთანხმდება, ისე კი, თავად უკრაინელი სპეციალისტის დასაქმების მომხრეა.

ფრატელომ უკრაინის ნაკრების სათავეში 4 წელი გაატარა და გუნდი ორ ევრობასკეტსა და ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშა. მის ხელში უკრაინელებს ყველაზე დიდი წარმატება 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეწვიათ, როდესაც მე-6 ადგილი დაიკავეს და მსოფლიო პირველობაზეც სწორედ ამის წყალობით მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელები D ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ლატვიის დედაქალაქ რიგაში, მასპინძელთა გარდა, თამაში ბელგიასთან, ჩეხეთთან, ესტონეთთან და ლიტვასთან მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114726