სხვა

13:07 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარატისტების წარმატება ყატარის საერთაშორისო ტურნირზე

2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ასეთია საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგი ყატარში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები ოთხკაციანი შემადგენლობით გამოვიდა.

ყატარის მეოთხე საერთაშორისო ჩემპიონატი, თავისი პოპულარობით მსოფლიო ჩემპიონატებს არ ჩამოუვარდება, საპრიზო ფონდი კი 25 000 დოლარია.

გოგიტა არქანიამ (-84 კგ) და ჰენრი ვეკუამ (-75 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, დავით ტყებუჩავამ (-60 კგ) ვერცხლი აიღო, ხოლო ირაკლი ტყებუჩავა (-67 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა. ჩემპიონატის პოპულარობას ისიც განსაზღვრავს, რომ წონითი კატეგორიები შეზღუდულია – სულ ხუთი წონაა.

ყატარის საერთაშორისო ჩემპიონატზე მოსახვედრად მსოფლიო რეიტინგებია საჭირო, რომლის გადალახვაც ქართველი კარატისტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

29 მაისს, სამინისტროში კარატის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ და სპორტსმენებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეც დაესწრო.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.11499