სხვა

10:00 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო კონფერენციის მოწვევის ინიციატორ სპორტულ ჟურნალისტთა განცხადება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 2012 წლის 25 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის შემდეგ, მიუხედავად საწესდებო ვალდებულებისა, არ გამართულა ასოციაციის 2013 და 2014 წლების კონფერენციები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ წლებში არც ერთხელ არ შეკრებილა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტიც. ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გორგოძე, ერთის მხრივ, არ იცავს ელემენტარულ საწესდებო მოთხოვნებს, მოქმედებს ერთპიროვნულად, იმავდროულად ჩვენი სახელით აკეთებს სრულიად გაუგებარ და მიუღებელ განცხადებებს, მედიით შეურაცხყოფას აყენებს სპორტულ ჟურნალისტებს.

ასოციაციის პრეზიდენტმა კოლეგებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება გამოავლინა მაშინაც, როცა წერილით მივმართეთ და ვთხოვეთ მოეწოდებინა ასოციაციის წევრთა სია, თუმცა პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალა.

ამის შემდეგ შეიქმნა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო კონფერენციის მოწვევის მსურველ სპორტულ ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი, შევადგინეთ შესაბამისი განცხადების ტექსტიც, რომელსაც ხელი მოაწერა 93-მა მოქმედმა სპორტულმა ჟურნალისტმა. ასოციაციის პრეზიდენტს და აღმასკომის წევრებს მივმართეთ თხოვნით, ასოციაციის წესდების VI თავის, მე-2 მუხლის "ა" პუნქტის შესაბამისად, მოიწვიონ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო კონფერენცია, სადაც განხილული იქნება ქართული სპორტული ჟურნალისტიკის აქტუალური საკითხები.

ხელმოწერილი განცხადების ტექსტი 2015 წლის 19 მაისს ჩაბარდა უშუალოდ ასოციაციის პრეზიდენტს.

ჩვენი ეს განცხადება ასევე იგნორირებულ იქნა ასოციაციის ხელმძღვანელთა მიერ და დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

რაკი უშუალო მიმართვამ და თხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო, ამჯერად უკვე საჯაროდ მოვუწოდებთ ასოციაციის პრეზიდენტს და აღმასკომის წევრებს:

  1. იმოქმედონ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წესდების შესაბამისად და გაითვალისწინონ 93 მოქმედი სპორტული ჟურნალისტის მოთხოვნა.
  2. სამი დღის ვადაში გამოაცხადონ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო კონფერენციის უმოკლეს დროში მოწვევის თარიღი და ამის შესახებ გააკეთონ საჯარო განცხადება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წესდების და მოქმედი საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, თავად მოვიწვიოთ და ჩავატაროთ ასოციაციის საგანგებო კონფერენცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114383