ფეხბურთი

0:45 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა "ვიტესისთვის" მორიგი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ჰოლანდიაში "ვიტესმა" ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "ჰეერენვენთან" პირველი საფლეიოფო მატჩი სტუმრად გამართა. 21-ე წუთზე ტრაორეს პასით ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა (VIDEO), საბოლოოდ კი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს. მე-80 წუთზე მსაჯმა კაშია გააფრთხილა. ფლეი-ოფის საპასუხო მატჩი არნემში 31 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-16 ტურში "კტპ" შინ "ლაჰტის" დაუზავდა (0:0). "კტპ-ს" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ოსიტაშვილმა სრულად ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში "კტპ" 10 ქულით მე-9 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113824