ფეხბურთი

14:42 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენი: "ბუფონი დიდებული მეკარეა"

რაც უფრო ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მით უფრო ბევრი ადამიანი გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ამჯერად "მუნდო დეპორტივოსთან" საუბრისას "ბარსელონას" გერმანელმა მეკარემ მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" რთული თამაში ელოდებათ, თუმცა მანამდე ის და მისი თანაგუნდელები კოპა დელ რეის ფინალზე ფიქრობენ.

"ტურინელებმა მადრიდის "რეალი" გამოთიშეს ასპარეზობას და კარგად ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება. ჩვენ ვიცით, როგორ უტევენ და როგორ იცავენ თავს, მაგრამ მანამდე ჩვენი მთავარი საფიქრალი კოპა დელ რეის ფინალია, რომელშიც "ბილბაოს" ვეთამაშებით.

ჯანლუიჯი ბუფონი? - შესანიშნავი მეკარეა, რომელმაც "იუვესთან" ერთად თითქმის ყველაფერი მოიგო", - განაცხადა ტერ-შტეგენმა.

22 წლის კიპერი "ბლაუგრანას" ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცავს. მართალია ესპანეთის ლა ლიგაში იგი კლაუდიო ბრავოს დუბლიორად მიიჩნევა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სწორედ გერმანელ მეკარეს უწევს.

0.11321