ჭადრაკი

11:06 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ მეოთხე ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა

დასრულდა მოჭადრაკე ვაჟთა შორის გრან პრის გათამაშების მეოთხე დასკვნითი ეტაპი, რომელსაც რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობდა. ბოლოსწინა, მე-10 ტურში ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერის ლენიერ დომინგეს პერესის დამარცხების შემდეგ ბოლო მე-11 ტურში ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ბაადურ ჯობავა პიოტრ სვიდლერთან დამარცხდა და ვაშიე-ლაგრავის შემდეგ ბოლოსწინა მე-11 ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. თანაბარი ქულები დააგროვეს ფაბიანო კარუანამ, ჰიკარუ ნაკამურამ, დმიტრი იაკოვენკომ, რომლებმაც I-III ადგილი დაიკავეს.

გრან პრის ოთხივე ეტაპის შემაჯამებელ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ახლა კი გთავაზობთ მეოთხე ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს, საბოლოო სატურნირო მდგომარეობას და მოჭადრაკეთა მიერ გამომუშავებულ სარეიტინგო ქულებს.

მე-11 ტური

სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – ბორის გელფანდი (ისრაელი) 0.5:0.5

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – ბაადურ ჯობავა 1:0

ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0.5:0.5

ანიშ გირი (ჰოლანდია) – ფაბიანო კარუანა (იტალია) 0.5:0.5

ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) – ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) 0.5:0.5

ეგვენი ტომაშევსკი (რუსეთი) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0.5:0.5

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა და მოჭადრაკეთა მიერ გამომუშავებული სარეიტინგო ქულები

I-III კარუანა, ნაკამურა, იაკოვენკო 140-140 სარეიტინგო ქულა

IV-V გელფანდი, დომინგეს პერესი 85-85

VI-IX კარიაკინი, გრიშუკი, გირი, სვიდლერი 55-55

X ტომაშევსკი 30

XI ჯობავა 20

XII ვაშიე-ლაგრავი 10

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117128