ძიუდო

22:44 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაბათში ვერცხლით დავიწყეთ

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 420 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მაროკოს დედაქალაქ რაბათში დღეს დაწყებულ უპრესტიჟულეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და სამში იმარჯვა.

დილის პროგრამა ტატალაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვიქტორ სკვორტოვის ძლევით გახსნა. შემდეგ ებრაელ საგი მუკისა და მსოფლიოს იაპონელ ჩემპიონ რიკი ნაკაიასაც აჯობა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ დენის იარცევთან ვეღარას გახდა.

უმსუბუქეს წონაში მეორე ნომრად განთესილ ამირან პაპინაშვილს საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. იგი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და შეჯიბრებაში ნაჩუქარი ლიცენზიით დაშვებული მაროკოელი მოჰამედ ჯაფი 2 წუთსა და 23 წამში ჩამოიცილა. მეოთხედფინალში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან იუკოთი დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა დასცა ბეჭებზე. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კიდევ ერთ მონღოლ ძიუდოისტს, მსოფლიოს ჩემპიონსა და რეიტინგსიის ლიდერ ბოლდბაატარ განბატს დაეჭიდა და საფინალო გონგამდე ათიოდ წამით ადრე ჯერ ვაზარზე დავარდა, ხოლო შემდეგ შებოჭვაზეც მოჰყვა და მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, უმალ დანებდა. ამ ეპიზოდამდე ამირან პაპინაშვილი იუკოთი იგებდა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე ძალიან დაიღალა და ჯერ გაფრთხილებების ლიმიტი ამოეწურა, შემდეგ კი ბრინჯაოს ფასი გდებაც გაუშვა. პაპინაშვილმა მასტერსზე დაკავებული მე-5 ადგილით 140 ქულა მოიპოვა.

დღესვე, მაროკოულ ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით ლაშა შავდათუაშვილიც (73 კგ) გავიდა, მაგრამ ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა, აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვთან წაგებით.

ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ქალთა შორისაც გათამაშდა მედლების ოთხი კომპლექტი. ხვალ კი პოდიუმი მამაკაცთა დარჩენილ ოთხ და ქალთა სამ წონით კატეგორიაში შეივსება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) ჩაებმებიან.

ძიუდო

მსოფლიოს მასტერსი

რაბათი. მაროკო

23 მაისი

მამაკაცები

60 კგ

1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

2 დიმიტრი შერშანი (ბელარუსი)

3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

73 კგ

1 დენის იარცევი (რუსეთი)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

3 რიკი ნაკაია (იაპონია)

ქალები

48 კგ

1 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

2 პაულა პარეტო (არგენტინა)

3 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

3 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)

52 კგ

1 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

2 იუკი ჰაშიმოტო (იაპონია)

3 ანაბელ ორანი (საფრანგეთი)

3 ოდეტე გიუფრიდა (იტალია)

57 კგ

1 სუმიია დორჟსურენი (მონღოლეთი)

2 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)

3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)

3 ნაე უდაკა (იაპონია)

63 კგ
1 მიკუ ტაშირო (იაპონია)
2 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)
3 ანე-ლაურე ბელარდი (საფრანგეთი)
3 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110042