ფეხბურთი

18:01 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის ბოლო ტური: ყურადღება ქვემოთ

მოახლოვდა ბუნდესლიგის ბოლო ტური, რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს. რომელი ორი გუნდი გავარდება? ბოლოდან მესამეზე ვინ გავა და გადამწყვეტ შეხვედრაში ვინ შეხვდება მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გასულს? ასევე, ევროპის ლიგაზე გამსვლელი მესამე გუნდიც გაირკვევა: “დორტმუნდი” ან “ვერდერი”. და ისინი ერთმანეთს ხვდებიან “სიგნალ იდუნა პარკზე”. დორტმუნდელებს ფრეც ხელს აძლევთ. ბოლომდე არ გარკვეულა მეორეადგილოსნის ბედიც: “ვოლფსბურგმა” კიოლნში თუ წაიფორხილა, “გლადბახს” ექნება შანსი.

განსაკუთრებული გულისყური მაინც გასავარდნ ზონისკენ... აქ სამი გამორჩეული მატჩია: “პადერბორნი”-“შტუტგარტი”, “ჰანოვერი”-“ფრაიბურგი” და “ჰამბურგი”-“შალკე”. ბევრნაირად შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

ბომბარდირთა სიაში ალექსანდრ მაიერი ხელშეუხებელია, არადა, თვეზე მეტია, რაც “აინტრახტის” ფორვარდი დაშავებულია და ვერ თამაშობს. მაიერს 19 გოლი აქვს, მეორეზე არიენ რობენია 17 გოლით და ის ნამდვილად ვერ დაეწევა ბოლო ტურში. ბომბარდირობის მცირე შანსი აქვთ ვოლფსბურგელ ბას დოსტს (16), ბაიერნელ რობერტ ლევანდოვსკისა (16) და დორტმუნდელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს (15).

რაც შეეხება გოლ+პასის სისტემას, აქ საუკეთესოა “ვოლფსბურგის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი (31 – ანუ, 10 გოლი და 21 საგოლე პასი), მას სამი პუნქტით ჩამორჩება მიუნხენელი თომას მიულერი (28 – ანუ, 13 გოლი და 15 პასი).

23 მაისი

ბაიერნი-მაინცი

ტრავმა: შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, რიბერი, რობენი (ბაიერნი); რიობახი, შლიკი, ჰოფმანი, ნედელევი, სოტო, კასტილიო (მაინცი)

დისკვალიფიკაცია: რეინა (ბაიერნი)

მსაჯი: კინჰოფერი

დორტმუნდი-ვერდერი

ტრავმა: გროსკროიცი, შაჰინი, ადრიან რამოსი (დორტმუნდი); ჰუსიჩი, გალვესი, გარსია, ზეტერერი, ფრიტცი, ფონ ჰააკი, ილდირიმი, ლორენცენი (ვერდერი)

მსაჯი: გრეფე

გლადბახი-აუგსბურგი

ტრავმა: დომინგესი, შტრანცლი (გლადბახი); კალსენ-ბრაკერი, რაინჰარდტი, რიდერი, კაიუბი, ეკინი, მორავეკი, რაინტალერი, ჯურიჩიჩი, ჯი (აუგსბურგი)

დისკვალიფიკაცია: ბობადილია, ვერჰაეგი (ორივე – აუგსბურგი)

მსაჯი: ვაინერი

ჰოფენჰაიმი-ჰერტა

ტრავმა: შტოლცი, ზიულე, შიპლოკი, ვიზე (ჰოფენჰაიმი); ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, სიგერჩი, შიბერი (ჰერტა)

დისკვალიფიკაცია: ბრუქსი (ჰერტა)

მსაჯი: კირხერი

ჰანოვერი-ფრაიბურგი

ტრავმა: მილერი, პანდერი, დირსენი, ერნსტი, შულცე, კიონიგსმანი (ჰანოვერი); პერგერი, დაილი, ზორგი, სტანკო (ფრაიბურგი)

დისკვალიფიკაცია: ჰიროკი საკაი (ჰანოვერი)

მსაჯი: შტარკი

აინტრახტი-ლევერკუზენი

ტრავმა: ბალაიევი, კიტელი, მედოევიჩი, მაიერი (აინტრახტი); ჰილბერტი, პაპადოპულოსი (ლევერკუზენი)

დისკვალიფიკაცია: ტოპრაკი (ლევერკუზენი)

მსაჯი: ვინკმანი

ჰამბურგი-შალკე

ტრავმა: დრობნი, ბეჰრამი, გრინი, იანსენი, იუნგი, შრაინმანი (ჰამბურგი); გიფერი, ჰიოვედესი, უჩიდა, კ-პ. ბოატენგი, იტერი, ობასი, სემი (შალკე)

დისკვალიფიკაცია: ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი)

მსაჯი: ველცი

კიოლნი-ვოლფსბურგი

ტრავმა: ოლკოვსკი, ვალენჰორნი, ჰელმესი (კიოლნი); ბენალიო, ფელიპე, თოლკე, ჰუნტი, სავადა (ვოლფსბურგი)

მსაჯი: გაგელმანი

პადერბორნი-შტუტგარტი

ტრავმა: ბიურხერტი, ამედიკი, ბერტელსი, ველკერი, მეჰა, დუკში (პადერბორნი); ლაიბოლდი, რაუში, იალჩინი (შტუტგარტი)

დისკვალიფიკაცია: ბრიუკნერი (პადერბორნი)

მსაჯი: აითექინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109117