ფეხბურთი

7:29 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ბოლოდან მესამე ტურის ანონსი

ბუნდესლიგის 32-ე ტურში ცენტრალური მატჩი მიონხენგლადბახში გაიმართება, სადაც ლუსიენ ფავრის გუნდი “ლევერკუზენს” დაუხვდება. მეორე-მესამე-მეოთხე ადგილები გასანაწილებელია და არავის არ სურს მეოთხეზე გასვლა, რადგან ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესასვლელად ერთი ბარიერის გადალახვა მოუწევს. “ფარმაცევტებს” სერიოზული დანაკლისი აქვთ – დისკვალიფიცირებულია ფლანგელი შემტევი კარიმ ბელარაბი.

ტური იხსნება დამაინტრიგებელი მატჩით: “ჰამბურგიც” და “ფრაიბურგიც” საშიშ ზონაში არიან, ამიტომ, როგორც იტყვიან, ექვსქულიანი თამაში იქნება.

“შტუტგარტი” გავარდნის პირასაა და შინ “მაინცს” თუ ვერ მოუგებს, ალბათ, ვეღარაფერი ეშველება. სხვა საინტერესო თამაშებიცაა, რომელიც სატურნირო ცხრილზე დიდ გავლენას იქონიებს. ბრძოლა მიმდინარეობს ევროპის ლიგაზე გასასვლელადაც, ასე რომ, ეს ტური საკმაოდ ბევრს გადაწყვეტს, თუმცა არა – ყველაფერს.

პარასკევი, 8 მაისი

ჰამბურგი-ფრაიბურგი

ტრავმა: დრობნი, კლებერი, ბეჰრამი, გიოტცი, გრინი, ილიჩევიჩი, იუნგი, შტაინმანი, ნიკო მიულერი (ჰამბურგი); პერგერი, დაილი, სტანკო (ფრაიბურგი)

მსაჯი: კირხერი

შაბათი, 9 მაისი

ბაიერნი-აუგსბურგი

ტრავმა: შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, რობენი, ალაბა, რიბერი, როდე (ბაიერნი); კალსენ-ბრაკერი, რაინჰარდტი, კაიუბი, მორავეკი, ეკინი, რაინტალერი (აუსგბურგი)

მსაჯი: შტეგემანი

დორტმუნდი-ჰერტა

ტრავმა: ბლაშჩიკოვსკი, გროსკროიცი, კირხი, რამოსი, როისი, შაჰინი (დორტმუნდი); იურშტეინი, ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, სიგერჩი, შიბერი (ჰერტა)

მსაჯი: შტილერი

გლადბახი-ლევერკუზენი

ტრავმა: შტრანცლი (გლადბახი); პაპადოპულოსი, კასტრო (ლევერკუზენი)

დისკვალიფიკაცია: ბელარაბი (ლევერკუზენი)

მსაჯი: გაგელმანი

ჰანოვერი-ვერდერი

ტრავმა: კიონიგსმანი, მილერი, ჰოფმანი, პანდერი, სტანკევიჩიუსი, ბიტენკური, დირსენი, ერნსტი, შულცე, სობეხი (ჰანოვერი); ჰუსიჩი, ბუსხი, კალდიროლა, გალვესი, ლორენცენი, ფონ ჰააკი, გარსია, ილდირიმი (ვერდერი)

მსაჯი: აითექინი

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი

ტრავმა: ანდერსონი, კიტელი, მაიერი (აინტრახტი); შტოლცი, ვიზე, ზიულე (ჰოფენჰაიმი)

მსაჯი: შიბერტი

შტუტგარტი-მაინცი

ტრავმა: ლეიბოლდი, რაუში, იალჩინი (შტუტგარტი); რიობახი, შლიკი, ნედელევი, სოტო, კასტილიო (მაინცი)

დისკვალიფიკაცია: ბროზინსკი (მაინცი)

მსაჯი: ვაინერი

კვირა, 10 მაისი

პადერბორნი-ვოლფსბურგი

ტრავმა: ბიურხერტი, ბერტელსი, ველკერი, მეჰა, დუკში (პადერბორნი); დრევესი, ფელიპე, თოლკე (ვოლფსბურგი)

მსაჯი: შმიდტი

კიოლნი-შალკე

ტრავმა: ოლკოვსკი, ვალენჰორნი, დეივერსონი, ჰელმესი (კიოლნი); გიფერი, აიჰანი, უჩიდა, ობასი (შალკე)

დისკვალიფიკაცია: ჰუნტელაარი (შალკე)

მსაჯი: შტარკი

0.116093