ფეხბურთი

10:45 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორნმუთი” პრემიერლიგაში ითამაშებს

ინგლისის ჩემპიონშიპის ბოლოსწინა ტურში “ბოლტონის” დამარცხების შემდეგ, “ბორნმუთმა” პრემიერლიგის საგზური არაოფიციალურად, მაგრამ პრაქტიკულად გაინაღდა.

განვლილ შეხვედრაში გოლები მარკ პიუმ, მეტ რიჩიმ და კალუმა უილსონმა გაიტანეს და “ბორნმუთმა” “ბოლტონი” 3:0 დაამარცხა. ამის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმ, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა, ელიტდივიზიონში ასვლა იზეიმეს. “ბორნმუთი” “მიდლსბროს” სამი ქულით უსწრებს და დარჩენილ მატჩში მდევარს მისი დაფარვა შეუძლია, მაგრამ “ბორნმუთს” გატანილ-მიღებული ბურთების ბალანსი მეტოქეზე 19-ით მეტი აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს “ბორნმუთი” ლიკვიდაციას ძლივს გადაურჩა. იმ წელს ის ლიგა 2-იდან (რანგით მეოთხე დივიზიონი) ვარდებოდა, მაგრამ უკანასკნელ ტურში ადგილის შენარჩუნება მოახერხა და წინსვლის დროც დადგა. “ბორნმუთს” აქამდე პრემიერლიგაში არასდროს უთამაშია და ამრიგად, ეს კლუბის ისტორიული წარმატებაა.

ამრიგად, “უოტფორდის” შემდეგ, რომელიც პრემიერლიგაში “ბრაიტონთან” შაბათს მოგებული თამაშის შემდეგ აღზევდა, “ბორმუთმა” პრემიერლიგის მეორე პირდაპირი საგზური დაიბევა. მესამე საგზურს ჩემპიონშიპის დასრულების შემდეგ მესამე-მეექვსეადგილოსანი გუნდები გაითამაშებენ. პლეი ოფში თამაში უკვე დაბევებული აქვთ “მიდლსბროს” და “ნორვიჩს”, ხოლო “იფსვიჩი”, “დერბი”, “ბრენტფორდი” და “ვულვერჰემტონი” იქ მოსახვედრად იბრძვიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115944