ფეხბურთი

2:12 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსს მოედანზე გულის შეტევა დაემართა

ბელგიის “იუპერ ლიგის” ევროპის ლიგის პლეი-ოფის მორიგი ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თორნიკე ოქრიაშვილის “გენკი” და “ლოკერენი” უპირისპირდებოდნენ მე-20 წუთზე შეწყდა. ამის მიზეზი კი სტუმართა ცენტრალური მცველის გრიგორი მერტენსის მოულოდნელი გულის შეტევა გახლდათ.

“მერტენსი “ლოკერენის” სამედიცინო შტაბის წარმომადგენლების მეთვალყურეობით გენკის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩვენ ფეხბურთელს ოჯახის გვერდზე ვიდგებით და იმედია, მალე სასიამოვნო ინფორმაციას გავიგებთ”, - წერს “ლოკერენის” ოფიციალური საიტი.

ბელგიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112627