ფეხბურთი

2:01 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტესტი უკრაინასთან – ქართველი 19-წლამდელების კიევური შეკრება დაიწყო

26 აპრილს, საღამოს, კიევს საწვრთნელი შეკრებისა და ორი ამხანაგური მატჩის გასამართად ესტუმრა საქართველოს 19-წლამდე ნაკრები. გიორგი დევდარიანის გუნდი თბილისიდან კიევში პირდაპირი რეისით ჩავიდა და სასტუმრო RUS-ში დაბინავდა.

19-წლამდელები უკრაინულ შეკრებაზე 18-კაციანი შემადგენლობით იმყოფებიან. გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრა ზურა ჯაფიაშვილი, რომელიც ამ შეკრებაზე იყო გამოძახებული. თბილისის “დინამოს” მცველს წელის პრობლემები ჰქონდა.

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო"), ოთო გოშაძე („ქასიმფაშა", თურქეთი)

მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა „საბურთალო"), ზურაბ მალანია („შუქურა", ქობულეთი), გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი", თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ყველა „საბურთალო"), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე", ესპანეთი), გიორგი ბერიძე („ზესტაფონი"), ზაურ გოგუაძე („ტორპედო", ქუთაისი)

თავდამსხმელები: გიორგი ხორხელი („საბურთალო"), ბექა ჭკუასელი („დინამო", ბათუმი), მათე კვირკვია („ზესტაფონი"), აკაკი შულაია („მერანი", მარტვილი)

გუშინ ნაშუადღევს, გუნდმა ბანიკოვის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. სწორედ, ამ სარბიელზე გაიმართება საქართველოსა და უკრაინის ამხანაგური მატჩები.

გიორგი დევდარიანმა გუნდი მსუბუქად დატვირთა. ძირითადი დრო ტაქტიკურ ვარჯიშებს დაეთმო. ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება ნაკრების დებიუტანტი – ზაურ გოგუაძე. ქუთაისის „ტორპედოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ნაკრების მაისურს პირველად მოირგებს.

უკრაინისა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:30 წუთზე, ბანიკოვის სახელობის სტადიონზე დაიწყება. მეორე მატჩს გუნდები 30 აპრილს გამართავენ.

სფფ-ის პრესსამსახური

კიევი, უკრაინა

0.123165