ფეხბურთი

22:09 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერს პეპის წასვლა არ უნდა, მაგრამ კლოპის მოსვლის ეიმედება...

მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა და გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ფრანც ბეკენბაუერმა sky germany-თან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ პეპ გვარდიოლა “რეკორდმაისტერში” დიდხანს დარჩება, თუმცა იმავდროულად არ გამორიცხა, რომ გვარდიოლას შემდეგ მიუნხენური გიგანტი იურგენ კლოპმა ჩაიბაროს.

“გუნდის ხელმძღვანელობასთან ამის შესახებ არ მისაუბრია, მაგრამ იურგენ კლოპს ვხედავ, როგორც გვარდიოლას მემკვიდრეს. მას შეუძლია ჩვენი გუნდის წარმატებით გაძღოლა. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ გვარდიოლა რამდენიმე სეზონი ისევ ჩვენთან ერთად იქნება. ვისურვებდი, რომ მიუნხენში დიდი ხნით დარჩეს. არ მგონია, პეპმა 2016 წელს დაგვტოვოს - მას მოსწონს ქალაქი და გუნდთან ერთად კიდევ ბევრი ტიტულის მოგება შეუძლია”, - თქვა ბეკენბაუერმა.

როგორც ცნობილია, იურგენ კლოპი მიმდინარე სეზონის ბოლოს “დორტმუნდს” დატოვებს და ახალი სამუშაოს მოძებნას შეეცდება.

0.115166