ფეხბურთი

21:35 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონი" და "ვესტ ბრომვიჩი" ფილიპსს უმიზნებენ

ლონდონური "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ნახევარმცველის მეტ ფილიპსის შეძენა "ვესტ ბრომვიჩსა" და "საუთჰემპტონს" სურთ - გვამცნობს ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი.

ქპრ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და იმ შემთხვევაში, თუ კლუბმა ეს ვერ მოახერხა, ბევრი ლიდერის, მათ შორის ფილიპსის გაყიდვა მოუწევთ.

24 წლის ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 3 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ფილიპსმა მიმდინარე პრემიერლიგაში 22 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112166