ფეხბურთი

21:55 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" რადარზე იმბულა გამოჩნდა

ლონდონის "ჩელსი" ფრანგული "მარსელის" ნახევარმცველით გიანელ იმბულათი დაინტერესდა. აღნიშნულ ცნობას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.

22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და მისი თამაშით ჟოზე მოურინიო მოხიბლულია. ამავე წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" მზად არიან მასში 28 მილიონი ევრო გაიღონ.

იმბულამ მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 2-2 გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მას "მარსელთან" მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114268