ფეხბურთი

20:57 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ტვენტე" წამყვან ფეხბურთელებს შეელევა

ენსხედეს "ტვენტე" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე წამყვან მოთამაშეს გაყიდის - იუწყება ცნობილი ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი.

მიზეზი, ფინანსური კრიზისია, რომლის გამოც კლუბს უკვე შეექმნა პრობლემები და ერედივიზიონში 6 ქულა აქვთ დაკლებული. ნახსენები წყაროს ცნობით, "ტვენტე" ნახევარმცველებს ხესუს კორონასა და რენატო ტაპიას შეელევა, რომელთაც ინგლისური და გერმანული კლუბები აკვირდებიან.

"ტვენტე" ჰოლანდიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 37 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117635