ფეხბურთი

20:46 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზი – ჩემპიონობა 16 გუნდს შეუძლია

2014-2015 წლების სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მეტად უცნაური და შეიძლება ითქვას, კუიოზულ შემთხვევას აქვს ადგილი ალჟირის ლიგა 1-ში, სადაც ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც 4 ტურით ადრე ლიდერსა და ბოლოადგილოსან გუნდს შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ თერთმეტს შეადგენს.

ერთპიროვნულ ლიდერ “ეს სეტიფს” დღეისათვის 41 ქულა აქვს დაგროვილი, ხოლო ბოლო, მე-16 პოზიციაზე მყოფ “ნა ჰუსეინ დეის” – 30. რაც იმას ნიშნავს, რომ მათემატიკურად გაჩემპიონების შანსი ჩემპიონატში მონაწილე უკლებლივ ყველა, თექვსმეტივე გუნდს გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115081