ფეხბურთი

16:52 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისი 2015“-ის მოხალისეები სუპერთასის ჩატარებაში ჩაერთვებიან

სამშაბათს, 28 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მის: ი.მაჩაბელის N11) გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი2015“-ის მოხალისეთა დეპარტამენტსა და სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტს შორის.

დოკუმენტს ხელს მოაწერენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი2015“-ის მოხალისეთა დეპარტამენტის უფროსი ეკა ცვარიანი და სუპერთასის მოხალისეთა პროგრამის კოორდინატორი გიორგი ხაჩიძე.

უეფას სუპერთასი თბილისში მიმდინარე წლის 11 აგვისტოს „დინამო არენაზე“ ჩატარდება. ერთმანეთს შეხვდებიან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულები.

ეს მოხდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის დასრულების შემდეგ. ფესტივალზე გამოვლენილი საუკეთესო მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას სუპერთასის ჩატარებაში.

თბილისი 2015-ს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112323