სხვა

16:07 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “მინისტრს პოსტზე დარჩენის რესურსი აღარ გააჩნია”

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა დღეს გაავრცელა იმ პრეტენზიების სია, რომელიც მათ სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანის მიმართ გააჩნიათ.

პრეტენზიები ეხება მინისტრის საკადრო პოლიტიკას და მზადებას როგორც თბილისის ახალგაზრდული ფესტივალისთვის, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის. გარდა ამისა, დეპუტატებს არ მოსწონთ სპორტის განვითარების ის ხედვა, რომელიც ლევან ყიფიანს აქვს. ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ მინისტრს თანამდებობაზე თუნდაც ერთი დღით დარჩენის რესურსი აღარ გააჩნია და მათ უკვე გააცნეს საკუთარი მოსაზრებები პრემიერმინისტრს.

შოთა ხაბარელი: “ლევანი მუდამ პიროვნულ დაპირისპირებაზე აპელირებს, მაგრამ როგორ შეიძლება პიროვნული დაპირისპირება იყოს 20-30 ადამიანთან? და თუ 30 ადამიანთან აქვს პიროვნული დაპირისპირება, მით უარესი მისთვის. მაგრამ საქმე ასე არაა. ჩვენ გვაინტერესებს ქართული სპორტი. ჩვენ ქართული სპორტის მოღვაწეები ვართ და როდესაც არ კეთდება საქმე ისე, როგორც მის განვითარებას სჭირდება, რა თქმა უნდა ჩვენს პრეტენზიებს გამოვთქვამთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11686