კალათბურთი

12:06 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთს სკარიოლო უბრუნდება

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებს უახლოეს პერიოდში სერჯიო სკარიოლო ჩაიბარებს. Solobasket-ის ცნობით, ეს, შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირაში მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ესპანელებს 2009-2012 წლებშიც ავარჯიშებდა და მაშინ გუნდმა ევობასკეტი 2-ჯერ მოიგო, ოლიმპიურ თამაშებზე კი ფინალში ითამაშა.

სერჯიოს წასვლის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები ხუან ანტონიო ორენგამ ჩაიბარა და 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა, 2014 წელს შინ გამართულ მსოფლიო პირველობაზე კი მეოთხედფინალს ვერ გასცდა. ორენგამ თანამდებობა სწორედ გასული წლის სექტემბერში დატოვა.

მომავალ ევრობასკეტზე, რომელიც 5-20 სექტემბერს ერთბაშად ოთხ ქვეყანაში გახლავთ დაგეგმილი, ესპანეთი B ჯგუფში მოხვდა და ბერლინში, მასპინძელი გერმანიის გარდა, თურქეთს, სერბეთს, იტალიას და ისლანდიას ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103293