თამაშგარე

10:45 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცეს გულბოყდამწველი ტრფობა

აგერ უკვე მეოთხე წელია, გერმანელი ფეხბურთელი, მარიო გიოტცე გულბოყდამწველადაა შეყვარებული მოდელ ანა კატრინ ბრუმელზე, რომელთანაც მარიო მთელს თავის თავისუფალ დროს ატარებს და ამის მიუხედავად, გიოტცე მაინც ვერა და ვერ კმაყოფილდება ამ ქალის ეშხითა და ტრფობით.

ფაქტი კი ისაა, რომ ანა კატრინ ბრუმელი თავისი სამოდელო კარიერის ბოლოდროინდელ თვალწარმტაც წარმატებებს პირველ ყოვლისა მარიოს უნდა უმადლოდეს, მაგრამ ამას ეს ქალბატონი თითქოს არც იმჩნევს და თავი ისე უჭირავს, თითქოს გიოტცეს პოპულარობის სხივი მასზე არასოდეს გადმოსულიყოს.

რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი ბარაბანის ჯოხი, რამდენი წყევლა-კრულვაც ანას მარიოზე შეყვარებული ქალებისგან ხვდება. არაფერია ახალი იმაში, რომ ცნობილ ადამიანებზე შეყვარებულ გოგუშკებს კუმირების სატრფოები არ უყვართ, მაგრამ ანა კატრინ ბრუმელი მაინც განსაკუთრებულად დიდ “ზიზღის თაიგულებს”იმკის. სიყვარული მსხვერპლს მოითხოვსო - ამაზეა ნათქვამი

0.127772