თამაშგარე

10:30 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეტამ სპორტს უგანა

პორნოვარკვლავი იმის პორნოვარსკვლავია, რომ ცხოვრების ამაოებასა და მუხთალი წუთისოფლის დაწოლას არ უნდა შეუშინდეს და უკეთუ ფული გამოელევა, არც ამან უნდა შეაშფოთოს მისი ფაქიზი გული.

ცნობილი პორნოვარსკვლავი, ალეტა ოუშენი სწორედ ის ქალია, რომელსაც გარემოებები ვერაფერს აკლებს.

ამ მრავლისმნახველ და მომავალში კიდევ ბევრისმნახველ ქალს სულ თავისი შრომით, წვით, დაგვითა და ოფლისდენით ნაშოვნი ფული ერთ-ერთ ამერიკულ გოლფ-კლუბში ჩაუდია და მოგების მოლოდინში გაყურსულა. მაგრამ, ყველაფერი საპირისპიროდ მომხდარა, კლუბი გაკოტრებულა და ტანჯული ალეტა გალოკილი თითივით უფულოდ და უსასოოდ დარჩენილა.

მაგრამ, ალეტა ოუშენი სულაც არა ჰგავს მარცხის გამო თავზარდაცემულ ხალხს - მას მალევე მოუკრებია ძალები, ახალი შემართებით ჩაბმულა პორნო-ქარიშხლებში და იმედი აქვს, რომ მისი შრომა კიდევ ერთხელ გამოიღებს შედეგს. ერთი კია, ალეტა იძახის, ჩემდათავად სპორტში ფულის დამბანდებლის ასე და ისეო. რამდენად გადაიტანს ამერკული გოლფი ამ ქალის დაკარგვას – ეს კი ნამდვილად არ ვიცით...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11765