ფეხბურთი

18:33 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” უმაღლეს ლიგაშია

საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნის, მომავალ სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის A ზონის 31-ე ტურში “საბურთალომ” ქუთაისში წყალტუბოს “სამგურალი” 1:0 დაამარცხა და 75 ქულა დააგროვა. შედეგად, უმაღლესი ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

განვლილი მატჩის მე-80 წუთზე ერთადერთი გოლი ანდრო სოფრომაძემ გაიტანა.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113174