ფეხბურთი

11:00 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” VS “იუვენტუსი” – დეტალები, ფაქტები, სტატისტიკა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” ფრანგულ “მონაკოს” არტურო ვიდალის გოლით აჯობა.დღეს კი მონეგასკები ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას საკუთარ "ლუი II"-ზე ეცდებიან.

“მონაკოს” ოპტიმიზმის საფუძველი გააჩნია. მონეგასკურ გუნდს “ლუი II”-ზე იტალიურ გუნდებთან არასდროს წაუგია.

თავის მხრივ, “იუვენტუსიც” იმედიანად ხვდება აღნიშნულ მატჩს. 1/8 ფინალში “ბებერმა ქალბატონმა” “დორტმუნდს” სტუმრად 3:0 აჯობა.

ურთიერთეშეხვედრები

აქამდე ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ, 1997-1998 წლების სეზონში შეხვედრილან. ნახევარფინალი ჯამში იტალიელებმა 6:4 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

პირველი მატჩი “დელე ალპიზე” მარჩელო ლიპის გუნდმა 4:1 მოიგო. ალესანდრო დელ პიერომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც ზინედინ ზიდანმა გაიტანა.

საპასაუხო შეხვედრაში ჟან ტიგანას გაწვრთნილმა “მონაკომ” 3:2 იმარჯვა. ერთ-ერთი გოლი ტიერი ანრიმაც გაიტანა, რომელიც რამდენიმე კვირაში “იუვენტუსში” გადაბარგდა. გუნდებმა მაშინ მონტე-კარლოში შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“მონაკო”: ბარტეზი, დიავარა, დჯეტუ, კრისტანვალი, ლეონარდი (სანიოლი 59), მარტინი, ბენარბია, კოლინსი, იკპება (სპეჰარი 69), ტრეზეგე, ანრი

“იუვენტუსი”: პერუცი, ტორიჩელი, ბირინდელი, იულიანო, დიმაში, კონტე, ტაკინარდი, ზიდანი (პეკია 59), პესოტო, დელ პიერო, ინძაგი (ამორუზო 5, დავიდსი 71)

ფაქტები

“მონაკო”

“მონაკო” 1998 წელს “იუვენტუსთან” წაგებული ნახევარფინალის შემდეგ იტალიურ გუნდს აქამდე არ შეხვედრია.

“მონაკოს” იტალიურ გუნდებთან ევროტურნირების პლეი-ოფში აქამდე 6-ჯერ უთამაშია. აქედან გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ “რომას” წინააღმდეგ გამოვიდა თასების თასის მეოთხედფინალში 1992 წელს. (ორი მატჩის ჯამში – 1:0).

“მონაკოს” საკუთარ მოედანზე იტალიური გუნდები 4-ჯერ მიუღია, თუუმცა არცერთხელ დამარცხებულა. ერთადერთი გამონაკლისი 1963-1964 წლების სეზონია, როცა “ინტერთან” 1:3 წააგო, თუმცა მატჩი არა მონაკოში, არამედ მარსელში გაიმართა.

“მონაკო” სანამ “არსენალთან” საკუთარ კედლებში წააგებდა (0:2), მანამდე ზედიზედ 8 თამაში “ლუი II”-ზე არ აგებდა.

“მონაკომ” 16 შემთხევევიდან 5-ჯერ მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა მას მერე, რაც პირველი მატჩი სტუმრად წააგო. 1:0 წაგების შემდეგ კი მონეგასკები 4-ჯერ გამოეთიშნენ ასპარეზობას, ხოლო ორჯერ შემდეგ ეტაპზე გააღწიეს. ბოლოს ასეთი რამ 2005-2006 წლების სეზონში მოხდა. მაშინ უეფას თასის მეთექვსმეტედფინალში “ბაზელთან” პირველი მატჩი 0:1 დათმო, ხოლო შინ მხოლოდ ფრეს დასჯერდა (1:1).

ევროტურნირებზე პენალტების სერიაში თამაში “მონაკოს” მხოლოდ ერთხელ მოუწია. 1989-1990 წლების სეზონში თასების თასის მეოთხედინალში ესპანურ “ვალიადოლიდს” საფეხბურთო ლატარიაში 3:1 აჯობა.

“იუვენტუსი”

ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულ “იუვენტუსს” შანსი აქვს ლიგის ნახევარფინალში 12 წლის მერე პირველად გააღწიოს. ბოლოს ტურინულმა გრანდმა მეოთხედფინალური ბარიერი 2002-2003 წლების სეზონში დაძლია, როცა “ბარსელონას” ორი მატჩის ჯამში 3:2 აჯობა (1:1 შინ, 2:1 სტუმრად).

მას შემდეგ “ბებერმა ქალბატონმა” 1/4 ფინალი სამჯერ დათმო. (2005, 2006 და 2013 წლებში).

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ზედიზედ მესამე საგარეო მატჩი მოგებას ეცდება, “მალმიოსა” და “დორტმუნდის” ძლევის შემდეგ.

“იუვენტუსმა” ბოლოს ფრანგულ გუნდს ერთი წლის წინ ევროპის ლიგის ამავე ეტაპზე აჯობა. მაშინ “ბიანკონერიმ” “ლიონს” ორივე თამაში მოუგო. სტუმრად 1:0. სულ კი ფრანგულ მიწაზე იტალიურ გრანდს აქტივში 4 გამარჯვება, 2 ფრე და 5 მარცხი აქვს.

“იუვენტუსი” ევროტურნირების პლეი-ოფში ფრანგულ გუნდებს ათჯერ შეხვედრია და მომდევნო ეტაპის საგზური ათჯერვე ტურინელებმა მოიპოვეს.

“იუვენტუსი” 31 შემთხვევაში 39 ცდიდან, შემდეგ ეტაპზე გავიდა, მას მერე, რაც პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე მოიგო. თუმცა 8 შემთხვევა იყო ისეთი, როცა მათ 1:0 ჰქონდათ პირველი თამაში მოგებული, მაგრამ 4-ჯერ მომედევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ.

თერთმეტრიანების თამაში “იუვენტუსს” ევროტურნირებზე აქამდე 6-ჯერ მოუწია. 3 გამარჯვება, 3 მარცხის წინააღმდეგ.

ფეხბურთელები და მწვრთნელები

მასიმიალიანო ალეგრის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში ფრანგული გუნდის წინააღმდეგ შედგა. 2010-2011 წლების სეზონში “მილანის” თავკაცის რანგში ალეგრიმ “ოსერს” 2:0 მოუგო.

პატრის ევრა “მონაკოს” რიგებში 2002-2006 წლებში თამაშობდა და თეთრ-წითელი მაისურით 120 მატჩი გამართა. 2003-2004 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც მისი მეტოქე რიკარდო კარვალიო იყო, რომელიც ახლა “მონაკოს” წევრია.

კარვალიოს “იუვენტუსის” წინააღმდეგ 2001-2002 წლების სეზონშიც უთამაშია “პორტუს” შემადგენლობაში. გარდა ამისა, 2009 წელს, მერვედფინალში მან “ჩელსის” მაისურით “იუვენტუსს” ორი მატჩის ჯამში 3:2 აჯობა.

”მონაკოს” ფორვარდი დიმაიტარ ბერბატოვი 2007-2009 წლებში ახლა უკვე “იუვენტუსელ” კარლოს ტევესთან ერთად “მანჩესტერში” ირჯებოდა, ხოლო 2010-2012 წლებში პოლ პოგბასთნა ერთად.

ლაივინ კურჟავას პოლ პოგბას მხარდამხარ საფრანგეთის ნაკრებში უთამაშია, როცა “სამფეროვანთა” რიგებში მისი დებიუტი შედგა ნოემბერში, ალბანელების წინააღმდეგ.

ალვარო მორატა კი “რეალში” რიკარდო კარვალიოსა და ფაბინიოს თანაგუნდელი იყო.

კლაუდიო მარკიზიო და ანდრეა რაჯი 2007-2008 წლების სეზონში “ემპოლიში” ერთად თამაშობდნენ.

ჟერემი ტულალანი და პატრის ევრა საფრანგეთის ნაკრებში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე თამაშობდნენ, სადაც იტალიასთან 0:2 წააგეს. იტალიელთა ღირსებას კი მაშინ ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი იცავდნენ.

“მონაკოს” მეკარე მარტენ სტეკელეგბურგი 2011-2013 წლებში “რომას” ღირსებას იცავდა და იუვენტუსთან” ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ერთი ფრისა და სამი მარცხის საპირისპიროდ. ჯამში ჰოლანდიელმა ტურინული გუნდისგან 12 გოლი გაუშვა.

სტეფან ლიხშტაინერი 2005-2008 წლებში ფრანგული “ლილის” წევრი იყო. “მონაკოს” წინააღმდეგ მას ერთი გამარჯვება, 3 ფრე და 2 მარცხი უმაგრებს ზურგს.

ლეგენდარულ ფრანგ ფებხურთელებს – ლილიან ტურამს, დავიდ ტრეზეგესა და ტიერი ანრის თავის დროზე ორივე გუნდის ღირსება დაუცავთ.

“მონაკო”

იანიკ ფერეირა-კარასკო, ჟოაო მოუტინიო და ლაივინ კურჟავა დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან.

ანტონი მარტიალს 2015 წლეს 9 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე წელს.

ტიემუ ბაკაიოკო, რომელიც 14 იანვრის შემდეგ ტრავმირებული იყო ვარჯიშს დაუბრუნდა. ისევე როგოც ნაბილ დირარი, რომელიც ტურინში გამართული მატჩისას შესაცვლელი შეიქნა.

“იუვენტუსი”

სტეფან ლიხშტაინერი, ალვარო მორატა, პოლ პოგბა, რობერტო პერეირა და არტურო ვიდალი დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან.

პირველ მატჩში ანდრეა პირლომ პირველად ითამაშია მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, “დორტმუნდთან” მატჩისას ტრავმა მიიღო.

არტურო ვიდალმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაეტანა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩილელს “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ერთ თერთმეტმეტრიანი უკვე გაეფუჭებინა.

ჯანლუიჯი ბუფონს გოლი არ გაუშვია ბოლო 5 ხუთი მატჩია. “პარმასთან” წაგებული მატჩის დროს კარში მარკო სტორარი იდგა. საერთოდ, ხოსე მაურის მიერ გატანილი გოლი ტურნიელთათვის ბოლო 8 მატჩში გაშვებული ერთადერთი გოლია.

ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა

გატანილი გოლი: “მონაკო” 7 – “იუვენტუსი” 13

ბურთის ფლობა: 45% - 58%

კარისკენ დარტყმები (ჯამური რაოდენობა): 85 – 127

კარში დარტყმები: 26 – 49

კარისკენ დარტყმები (არაზუსტი): 39 – 53

დაბლოკილი დარტყმები: 20 – 25

ძელი (ხარიხა): 1 – 3

კუთხურები: 35 – 46

თამაშგარე: 32 – 25

გაფრთხილება: 20 – 15

გაძევება: 0 – 0

0.136608